“რეტროსპექტივა ფერწერაში“


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, კომპოზიტორმა დემეტრე გამსახურდიამ, უახლესი საფორტეპიანო კომპოზიციით “ნეტარი არსებითობა” გახსნა გამოფენა- “რეტროსპექტივა ფერწერაში“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 და 21-ე საუკუნის სხვადასხვა მხატვართა და სხვადასხვა ჟანრის ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენაზე დამთვალიერებელს შეეძლო ეხილა ახალი და უახლესი დროის ქართველი მხატვრების: რობერტ სტურუას, გურამ გელოვანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, ვალენტინ შერპილოვის, თამარ დე ლეტე ვაჩნაძის, ბრუნო ვეფხვაძის, ირაკლი სუთიძის, გივი თორაძის, ირინა ელიაშვილის, კარლო ფაჩულიასა და სხვათა ნამუშევრები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!