ზუგდიდის რესურსცენტრის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. როგორც ზუგდიდელები.გე სთან საუბარში, ზუგდიდის რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჭკადუამ აღნიშნა: ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა ნოემბრის თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, სადაც ელექტრონული ფორმით ხდება განაცხადის შევსება.
ჭკადუას ინფორმაციით „განაცხადი 20-მდე ადამიანმა შეავსო. მათ შორის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია ხუფაცარიამ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ. მათ გაიარეს პირველი ეტაპი, რომელიც ითავლისწინებს დოკუმენტაციის გადარჩევას, მეორეა ტესტირება და მესამე ეტაპი გასაუბრება. მეორე და მესამე ეტაპი როდის განხორციელდება ჩემთვის უცნობია, ვინაიდან ყველა ინფორმაცია ეგზავნება პირადად განმცხადებელს. შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს დანიშნული ამ თანამდებობაზე. ამდენად, თუ როდის ეყოლება რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჯერჯერობით უცნობია, ეს შეიძლება იყოს იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში.“ მიხეილ ჭკადუა ამბობს, რომ აღნიშნულ ვაკანსიაში მას თავად მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ზუგდიდელები.გე-სთან წინა შეხვედრაზე ვარაუდობდა, რომ ბედს სცდიდა.
რესურსცენტრის დირექტორის თანამდებობა, ჯერ-ჯერობით, ისევ ვაკანტურია
