რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის


ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ იზოლაციაში ყოფნა საჭიროა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში.
მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი. ამ პერიოდში ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე -— ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას კი თვითანგარიშგებით.
სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;
საჭიროა საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არ არის დასაშვები;
საჭიროა განცალკევებული ჭურჭლის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;
დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა;
სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდული არ არის;
ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში საჭიროა ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;
საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა — სწორი კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა. ასევე, თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;
მნიშვნელოვანია სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი.
უწყების განცხადებით, არაგადამდები დაავადების (მაგ: ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით და პაციენტი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!