- პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ, გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ამიტომაც, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დედის დღის და 8 მარტის ღონისძიებები, სადაც კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი, უქმდება.