- რეზო ბულია – ეს სახელი და გვარი, თავისი ღირსებებით, არის და იქნება ზუგდიდის სავიზიტო ბარათის განუყოფელი ნაწილი.
გაიხსენეთ მასთან გატარებული წუთები, დიალოგები… მისი იუმორი… ცეკვის გაკვეთილები გაიხსენეთ, მაესტროს გაზრდილებო – ასე შეიქმნება ბატონი რეზოს უკვდავების ისტორია, კაცისა, რომელსაც ცეკვა სისხლში და ხორცში ჰქონდა, რომლის სალაპარაკო, საურთიერთობო, ენა, “ცეკვის ენა” იყო, რომლის სიარულის მანერაც კი, მოცეკვავის სცენაზე გავლას ჰგავდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე…
მისი სახელობის ვარსკვლავი, მის “ჩელასთან” ერთად ზუგდიდის ბულვარს ამშვენებს… თაობებს მიუვათ ამ დიდი კაცის ამბავი…
9 წელი გასულა…