- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, მყოფ პირთა რაოდენობა ერთით შემცირდა. 28 ივნისის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 91 პირი.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში 30 პირი იმყოფება. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1996 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.