რეგიონული კონფერენცია “ნორჩი მკვლევარი” ჩატარდა


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგიონული კონფერენცია “ნორჩი მკვლევარი” 2021 თემაზე “ადგილები, სადაც საქართველო იკითხება…” ჩატარდა.

კონფერენციის მიზანია, მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილი ისტორიული ტერიტორიების შესახებ. ცნობიერებაში, მათი ქართულ სივრცეში ინტეგრირება და დაახლოება. იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა, კულტურულ-საგანმანათლებლო კერების დანიშნულების გააზრება.

კონფერენცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის ძეეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტ-კლუბის პედაგოგის თეონა ხუბულავასა და  სასწავლო-მეთოდური განყოფილების უფროსის მედეა თორიას ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სასახლის ვოკალური ანსამბლი ‘’იასამანი’’. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!