რეგიონის ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში


  • 6 და 9 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის და ა(ა)იპ ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს ორგანიზებით გაიმართა რეგიონის ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში.

ჭადრაკის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩემპიონატი მოიცავდა 6 ასაკობრივ ტურნირს და ჩატარდა 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, მასში ზუგდიდის, ფოთის, ხობის, სენაკის, წალენჯიხის, მარტვილის და ჯვარის 109 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

რეგიონის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან ერთად გამოვლინდნენ 8 და 12 წლამდე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურის მქონე მოჭადრაკეები.

პრიზიორები გახდნენ 8 წლამდე ჭაბუკები”

  • დავით აბსავა – ზუგდიდი / მწვრთნელი – გიორგი ნაყოფია
  • ანდრია სარია – წალენჯიხა / მწვრთნელი – ლევან ზარქუა
  • გაბრიელ ბოჭორიშვილი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა

პრიზიორები გახდნენ 8 წლამდე გოგონები:

  • მარიამ რიგვავა – ზუგდიდი / მწვრთნელი – დავით თულაძე
  • ბარბარე ეშბა – ზუგდიდი / მწვრთნელი – დავით თულაძე
  • მარიამ მარკოზია – ზუგდიდი / მწვრთნელი – დავით თულაძე

პრიზიორები გახდნენ 12 წლამდე ჭაბუკები:

  • გიორგი წულაია – ფოთი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა
  • ნიკოლოზ გოგია – სენაკი / მწვრთნელი – მერაბ ჯღამაძე
  • დემეტრე ძაპტაშვილი – ზუგდიდი / მწვრთნელი – გიორგი სართანია

პრიზიორები გახდნენ 12 წლამდე გოგონები:

  • ნინო შურღულაია – ფოთი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა
  • ნია კვარაცხელია – ზუგდიდი / მწვრთნელი – დავით თულაძე
  • ანასტასია მესხია – ზუგდიდი / მწვრთნელი – დავით თულაძე

პრიზიორები გახდნენ 16 წლამდე ჭაბუკები:

  • გაგა გვასალია – ფოთი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა
  • ნიკოლოზ ჯოჯუა – მარტვილი / მწვრთნელი – მამუკა სულავა
  • ანდრია ზარანდია – ხობი / მწვრთნელი – ირაკლი გეთია

პრიზიორები გახდნენ 16 წლამდე გოგონები:

  • ნინო ლიპარტია – ფოთი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა
  • სოფიკო შენგელია – ხობი / მწვრთნელი – ირაკლი გეთია
  • ნია ჭითანავა – ფოთი / მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!