როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ხვალიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი კარები ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს, თუ როგორ გამოიყურება ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გახსნა იანვარში იგეგმება.