„რა ლამაზი ხარ სიკვდილო…“- მერაბ ხარებავას ხსოვნა


  • მოულოდნელად წასული, მთელმა ზუგდიდმა დაიტირა. ლამის ჭირისუფალს არ დაუთმეს საგლოვად მერაბ ხარებავა თანაქალაქელებმა, – ყველა თაობამ იწყინა და იტირა მისი უდროო გარდაცვალება,- უმცროსმაც, საშუალომ და უფროსმაც, რიგითმა მოქალაქეებმა, თუ თანამდებობის პირებმა, ამპარტიულებმა თუ იმპარტიულებმა.

საერთო ჯამში, ყველამ ერთი ფრაზა გაატანა უფალთან წარსადგომად: -ალალი კაცი იყავი, სიმართლეს ემსახურებოდი, ძმა და მოყვასი გიყვარდა, ზუგდიდი გიყვარდა და არასდროს დაგვავიწყდებიო. მასთან დასამშვიდობებლად რიგები იდგა მიუხედავად ცუდი ამინდებისა. როგორ შეიძლება სიკვდილი შეგშურდეს, მაგრამ პოეტის უკვდავი ფრაზა „რა ლამაზი ხარ სიკვდილო…“ სწორედ რომ მერაბის ამ ქვეყნიდან წასვლამ გააცხადა.

40 დღეა გასული და „ხარეს“ სილაღე უკვე ენატრება ზუგდიდის ქუჩებს, ოჯახს, ასაკოვან ულამაზეს დედას, დას ბელას, რომელიც ძმის ჯანმრთელობას მუდამ სადარაჯოზე ედგა, დეიდებს, ბიძებს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. ლამის ლეგენდად იქცა უკვე მისი ცხოვრება, გამონათქვამები, ქალაქური ურთიერთობები. სასუფეველი მას, მსუბუქი იყოს ზუგდიდის მიწა შენთვის, მერაბ.

შენი დეიდა თინათინ ყურაშვილი


კომენტარი

  1. კარლო შარტავა

    მისასალმებელია პრეზიდენტის გამოსვლა ინიციატივით, რომ სკოლებში არჩევით საგნად ისწავლებოდეს მეგრული და სვანური ენები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!