“რაც მტრობას დაუნგრევია…”


27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო ზემო-სვანეთის მიერ აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების სახელწოდებით ,,რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია” გამართვას გეგმავს .  10:00 -აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში. პარაკლისს მამა გიორგი ჯგუშია გადაიხდის. 13:00 საათზე ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის წინ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და მხარდაჭერით ჩამოდგება 2 საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც უზრუნველყოფს ენგურის ხიდზე დაგეგმილ მშვიდობიან აქცია – მსვლელობაში მონაწილეობის მსურველთა გადაადგილებას. 14:00 მშვიდობიანი მსვლელობა აქცია წითელი მიხაკებითა და სანთლებით ხელში 23 წლიანი უაფხაზეთობით გამოწვეული ტკივილის გამოსახატად, გზავნილი აფხაზ თანამოძმეებს ,,რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია!” არა ომით, არამედ ერთმანეთის მიტევებითა და სიყვარულით უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში. 15:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდის კულტურის სახლში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!