რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო ზუგდიდში


  • ზუგდიდის მერიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში, ძალიან მალე, რაულ ჩილაჩავას ვარსკვლავი გაიხსნება.

აღნიშნულის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და დიპლომატის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებით საღამოზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირის წევრის, უკრაინის სახალხო პოეტის, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლატვიაში 2006-2010 წლებში, შოთა რუსთაველის პრემიისა და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატის, სამი სხვადასხვა ქვეყნის ორდენის კავალერის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს რაულ ჩილაჩავა კიდევ ერთი, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

,,დღეს, ზუგდიდში გამორჩეული ზუგდიდელის, ღვაწლმოსილი შვილის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო შედგა სახელწოდებით ,,დაბრუნება სამშობლოში“, მინდა მივულოცო უდიდესი ეროვნული ჯილდო რუსთაველის პრემიის მინიჭება და უდიდესი მადლობა გადავუხადო მისი მოღვაწეობისთვის და მის მიერ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თითოეული  ჩვენგანისთვის რაულ ჩილაჩავას ღვაწლი დაუფასებელია“- აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

ღონისძიებაში მწერლები, პოეტები, ანსამბლი ,,ოდოია” და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

,,ჩემთვის ეს საღამო სიურპრიზია, ჩემი ქალაქის მიერ მოწყობილი, მე არ მაკლია ყურადღება ჩემს მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ამჟამინდელი შეხვედრა არის განსაკუთრებული, ვინაიდან ის რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი – ამჟამად საქართველოში ვიმყოფები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მეორეც ის, რომ მე გასული წლის მიწურულს მივიღე საქართველოს ეროვნული პრემია, რუსთაველის სახელობის პრემია და ჩემი ქალაქი მილოცავს ამ დიდ ჯილდოს, და რა თქმა უნდა დიდად მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დღეს ამ საღამოზე მობრძანდა და გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩემდამი, ჩემი შემოქმედებისადმი. ზუგდიდი, სამეგრელო, საქართველო ყოველთვის იყო ჩემი შემოქმედების ძირითადი თემა და რჩება ასეთად“-განაცხადა რაულ ჩილაჩავამ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და მას პოეტი ლია ნაროუშვილი უძღვებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!