ა(ა)იპ-ების რაოდენობა იზრდება?


“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ა(ა)იპ-ებში 2014-2015 წლებში დასაქმებულთა რაოდენობისა დახელფასების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ივლისის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 105 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა.

2015 წლიდან კი დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონის მასშტაბით, 5 548 საშტატო ერთეულიდან 6 401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა.

რეგიონის ათ მუნიციპალიტეტს შორის, განსხვავებული მაჩვენებელია მესტიასა და ფოთში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ორივეგან ა(ა)პების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საბიუჯეტო დანახარჯები. 2014 წლის არჩევნების შემდეგ ფოთში ოთხი ახალი ა(ა)იპი გაიხსნა, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში – ორი. “გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო იდენტური, ახალი  იურიდიული პირების დაფუძნება, როდესაც სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება ერთი იურიდიული პირს შეუძლია.

ფოთის და მესტიის ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას  ა(ა)იპების რაოდენობის გაზრდის შესახებ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობებში რეფორმების შედეგად და ასევე, მოსახლეობასთან ინტენსიურად და ოპერატიულად მუშაობის გამო, ახალი იურიდიული პირების დაფუძნება გახდა საჭირო.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, დასაქმებულთა და ა(ა)იპების რაოდენობა შემცირებულია მხოლოდ ხობსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!