რატომ არის ნიგოზი გულისთვის მეტად სასარგებლო


  • ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული. ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის მეცნიერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – მარტა გუაშ ფერეს.

ექსპერტის განცხადებით – ნიგოზი სხვა “კაკლებისგან” განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, რითაც აუმჯობესებს ორგანიზმის ლიპიდურ პროფილს და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისაგან.

გარდა ამისა, მკვლევარმა ყურადღება მიაქცია ნიგვზის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ბევრად ადრე საბერძნეთში აროკოპიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის უხვად შემცველი პროდუქტები იცავენ გულს პათოლოგიისაგან.

კვლევა მიმდინარეობდა 2001-2012 წლებში. მასში მონაწილეობდა 1514 მამაკაცი და 1528 ქალი დიდი ათონის რაიონიდან. D ვიტამინის დაბალი, საშუალო და მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტების გამოყენებისას გულისმხრივი მოვლენები (სტენოკარდიული შეტევები და ინსულტები) შეინიშნებოდა შესაბამისად მამაკაცთა 24, 17 და 12 %-თან, ხოლო ქალების 14, 11 და 10 %-თან (შესაბამისად).

ამგვარად, ნიგვზის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში გულის დაავადებათა პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!