რას სწერს ზუგდიდელი ვახტანგ ფარცვანია პრემიერს


ზუგდიდელი პოლიტიკოსი ვახტანგ ფარცვანია  პრემიერს მიმართავს: “ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ს. აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობის სახელით! უკვე საბოლოოდ იმედგაცრუებულები, მერამდენედ გულგატეხილ-მოტყუებულნი და შეურაცხყოფილები გწერთ მესამე წერილს ჯერ კიდევ თქვენი პერსონისადმი ნდობით გამსჭვალულნი! 

ჩვენი წინა წერილებისადმი თქვენი მხრიდან მყისიერი რეაგირების მიუხედავად, ჩვენი გზების რეაბილიტაციის საკითხი დღემდე ღიად და გაურკვევლად დარჩა! ადრე შეიძლებოდა დაფინანსების მოძიება, ახლა კი, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მსგავსი ქმედება კანონით იკრძალებაო და ამომრჩევლების მოსყიდვაში ჩაგვეთვლებაო გვეუბნებიან, რაც, სინამდვილეში, ამ საკითხის მოგვარების დროში გაწელვით იყო განპირობებული. ცნობისთვის: ამ ჯერზე საკითხი დგას იმ გზის მონაკვეთზე, რომლის პროექტი გაკეთებულია და დამტკიცებულიც! ამ გაურკვევლობამ ჩვენი სოფლების მოსახლეობაში სიტუაცია ისე დაძაბა, რომ ამ ჯერზე ქართულ ოცნებას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს! უფრო მეტიც, ამომრჩევლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, მანამდე კი პერმანენტულად აქციებს გამართავენ და ცენტრალური საავტომობილო გზების გადაკეტვას დაიწყებენ, რაც ძალიან გვაწუხებს და ძაბავს ვითარებას! ვითარება ჩიხშია შესული და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ვითარების განმუხტვა! ბ-ნო პრემიერო, ერთადერთი გამოსავალია როგორმე გამონახოთ დრო და ინფრასტრუქტურის მინსტრთან ერთად გრანდიოზული შეხვედრა მოაწყოთ ჩვენი სოფლების მოსახლეობასთან, დადოთ მყარი გარანტია, რომ ამ პრობლემებს მოგვიგვარებთ. თქვენ ამით დიდ პატივისცემას გამოხატავთ ისტორიული სოფლების მოსახლეობის წინაშე და უდიდეს მხარდაჭერასაც მოიპოვებთ!
გულითადად გვინდა თქვენი მხარდაჭერა და ოცნების გამარჯვება! უმორჩილესად გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩვენი გასაჭირი და წერტილი დაუსვათ ჩვენს შეურაცხყოფილ მოცემულობას!!!
პატ. ვახუშტი ფარცვანია.
31. 08. 2016წ.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!