ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა, თუ რამდენ საწვავს დახარჯავენ ქალაქის საკრებულოს საჯარო მოხელეები ყოველთვიურად. საწვავის ხარჯვის ყოველთვიური ლიმიტი ასე გამოიყურება: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვიურად შეუძლია დახარჯოს 700 ლიტრი საწვავი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს-400 ლიტრი. მუნიციპალიტეტის კომისიებს, ეთტობლივად, შეუძლიათ დახარჯონ ლიმიტით გათვალისწინებული 750 ლიტრი საწვავი. კომისიებზე 100 ლიტრით ნაკლებს-600 ლიტრ საწვავს დახარჯავენ ფრაქციები. ყოველთვიურად, საკრებულოს აპარატის განკარგულებაში იქნება საწვავის 630 ლიტრიანი ლიმიტი. ლიმიტით განსაზღვრულ მხოლოდ 160 ლიტრ საწვავს იკმარებს საკრებულოს 15 წევრი.