უ
მეტესწილად, გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები, ჩვეულებრივ, 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდებები. გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.თუ ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, დაგეწყებათ მოხვედრიდან საშუალოდ 2 დღის განმავლობაში. გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, 2 წლამდე;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები
გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება.