რამაზ ჯაბუას უყვარს თავისი სოფელი და საქმე


მინდა, გავაცნოთ ერთი კოლხიდელი პიროვნება-რამაზ ჯაბუა, რომელიც თავისი ენერგიულობით, ყურადღებით ხიბლავს ახალსოფლელებს. დიდი ხანი არ არის, მუშაობს სოფლის სპეციალისტად და უკვე მთელი სოფელი იცნობს. სწორედ ამიტომ, სოფელმა, ის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად  წარადგინა.
– დონი-როსტოვის სასოფლო-სამეურნეო მანქანათსამშენებლო ინსტიტუტი დავამთავრე და გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი კიდეც ამ ქალაქში. საქართველოში ჩამოვედი 2000 წელს და „აგრო-ჯორჯიას“ უსაფრთხოების დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დავინიშნე ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად. მე მიყვარს ახალსოფელი, ცნობილი სოფელია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. მეამაყება, რომ ვარ ამ სოფლის ერთ-ერთი კადრი.
როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რომელი პრობლემაა მოსაგვარებელი სოფელში?
– გზებია შესაკეთებელი, სოციალურად დაუცველ ხალხს დახმარება სჭირდება, ახალგაზრდები დასასაქმებელია.
რა გაკეთდა ბოლო პერიოდში სოფელში?
– სოფლის მთავარ მაგისტრალზე გაკეთდა გარეგანათებები, გარემონტდა შიდა გზები, მარტოხელა დედამ ლამარა ქუთელიამ მიიღო სადღესასწაულო საჩუქრები, ასევე საჩუქრები გადავეცით სოციალურად დაუცველ ბავშვებს (18 ბავშვი). ჩვენ მუდმივად მიყურადებული ვართ და ვიქნებით სოფლის მკვიდრთა ჭირსა და ლხინს და ყოველთვის დავდგებით მათ გვერდით. სხვათაშორის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება სოფლის განვითარებისათვის.
სოციალურად დაუცველ დევნილებს, 8 ოჯახს, დავეხმარეთ საქონლის შეძენაში.
თუ დეპუტატი გახდით, რისგაკეთებას აპირებთ სოფლისთვის?
– დავაყენებ საკითხს შეკეთდეს დარჩენილი სარემონტო შიდა გზები, ოთხივე უბანში მოეწყოს გარე განათება, გაკეთდეს კანალიზაცია, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული არ დავიშურებ ენერგიას.
როგორი უნდა იყოს თქვენთვის იდეალური ოჯახი?
– მე ოჯახი შევქმენი 32 წლის ასაკში. მყავს მეუღლე თეა ბეჭვაია, რომელიც წარმოშობით გალიდანაა გვყავს ორი შვილი, რეზიკო და შალვა ჯაბუები. ბაბუის და დიდი პაპის საპატივცემლოდ დაერქვათ მათ ეს სახელები.
თქვენი ჰობი?
– მიყვარს ფეხბურთი, ნადირობა.
როგორც საქრთველოს მოქალაქე, რას ფიქრობთ დღევანდელობაზე?
– მსურს მშვიდობიანი საქართველო, იმედი მაქვს ამ ხელისუფლების, რომ გაბრწყინდება ჩვენი საქართველო, ჩვენი სამეგრელო!
– თქვენი გამორჩეული სადღეგრძელო?
– მშვიდობის სადღეგრძელო!
– რას ვერ აპატიებ ადამიანს?
– ღალატს.
რას უსრვებთ ზუგდიდელებს?
– ზუგდიდსა და ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობიან ცხოვრებას.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!