რამაზ ობოლაძის საჩუქარი დადიანების სასახლეთა მუზეუმს


  • დღეს, გაიმართა მუზეუმელთა ალიანსის რიგით მეორე ასამბლეა. ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ხელმძღვანელმა, რამაზ ობოლაძემ, დადიანების სასახლეთა მუზეუმს, პირადი კოლექციიდან, საჩუქრად გადასცა, უფლისწულ ნიკო დადიან – მინგრელსკის მეუღლის, მერი ადლერბერგ – დადიანის ნაქონი ფრაჟეს დანა-ჩანგალი, დამშვენებული სამთავრო გვირგვინით და მონოგრამით.

“დადიანების სასახლეთა უმდიდრეს კოლექციაში, რაც მუზეუმის ფონდსაცავებშია დაცული, დადიანების, კერძოდ ნიკო მინგრელსკის ნაქონი ჭურჭელი დიდი რაოდენობით ინახება – მათ შორისაა ლამბაქები, თეფშები, დამზადებული სხვადასხვა საიმპერატორო სახელოსნოებში, თუმცა, კერძოდ დანა-ჩანგალი არ გაგვაჩნდა, ეხლა კი, გვაქვს დადიანების ოჯახის კუთვნილი დანა-ჩანგლის კოლექცია, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, რამაზ ობოლაძეს, ამ, ერთობ მნიშვნელოვანი და ღირებული შემოწირულობისთვის. უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი, ღირსეული მამულიშვილები.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!