პროფესორ ედიშერაშვილის მასტერკლასი და პროექტი “უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის  საგუნდო სამუსიკო სკოლაში, ყოველ პარასკევს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ედიშერაშვილი მასტერკლასებს ატარებს,

– მოსწავლეებს ასწავლის სწორი ბგერების გამოთქმას. სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, გაზეთ “ზუგდიდთან” ერთად, პროექტით “უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი,” სწორედ პარასკევს, დღეს, ესტუმრა საგუნდო-სამუსიკო სკოლას. ნორჩი ჟურნალისტები დაესწრნენ მასტერკლასს უმცროს ჯგუფთან და შემდეგ კი, რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს ბატონ მიშას.

ჟურნალისტებს კი, სკოლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეთერ შეროზიამ გვითხრა, რომ ბატონი მიშა ორი წელია,  მათთან მასტერკლასს ატარებს. ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. მათთან ყოველ პარასკევს მოდის და თითქმის არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის ჩამოსვლას ზუგდიდში. “ხალისი შემოიტანა ჩვენთან და ბავშვებსაც ძალიან უყვართ. ბატონი მიშას მონდომება სერიოზულად შეეტყო ჩვენს აღსაზრდელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საუკეთესო პედაგოგი დენიზა ლუკავა ამეცადინებთ და ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი საშემსრულებლო დონით და კულტურით”.

ქალბატონი ეთერი გვესაურა, ზოგადად, საგუნდო-სამუსიკო სკოლის შესახებაც: “სკოლაში 75 მოსწავლე ირიცხება. ისინი სხვადასხვა კონკურსში ღებულობენ მონაწილეობას და წარმატებებსაც აღწევენ. 31 მარტს თბილისში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური  კონკურსი „მომავლის ვარსკლავები“, სადაც მონაწილეობდა სფპორთეპიანო კლასის თერთმეტი მოსწავლე: ლიზი ბუკია, მარიამ შოგირაძე, ლიზა გვასალია, თამარ გერლიანი და ნოდარ ქებურია. მოსწავლეები გამოძახებული არიან  გალა კონცერტზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მიიღებენ მონაწილეობას და დაჯილდოვდებიან. 1 აპრილს თბილისში კომპოზიტორთა კავშირის სახლში, ჩატარდა რესპუბლიკური კონკურსი „იპოვე შენი ვარსკლავი“. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ცხრა მოსწავლემ. კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა მეხუთე კლასის მოსწავლემ ლიზი ბუკიამ, მეორე ადგილზე გავიდა მარიამ შელია. მესამე ადგილზე გავიდნენ: მარიამ შოგირაძე, თამარ გერლიანი, ნოდარ ქებურია და მარგო გულორდავა. მოსწავლეები 5 მაისს, გალა კონცერტზე დაჯილდოვდებიან კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!