პროტესტის 47-ე დღეს “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს


  • დედაქალაქის პარალელურად, ზუგდიდში, მიმდინარე უწყვეტი აქციის 47-ე დღე ხმაურიანი იყო. აქციაზე დააკავეს, ერთ- ერთი ორგანიზატორი, ”დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა.

წინასწარი ინფორმაციით, სიჭინავა დაკავებულია პიროტექნიკის გამოყენების მცდელობისთვის. ის, ასევე, სხვა, წინა აქციებზე, არაერთხელ, კონკრეტულად კი ხუთჯერ დააჯარიმეს, ”ბალაკლავას” ტარებისთვის და ერთხელ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

მოხდა შელაპარაკება პოლიციასა და აქციაზე მყოფ, ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის. ხოშტარიამ, აქციაზე მოიტანა და გააკრა სტიკერები ”გაიფიცე”. როგორც ხოშტარია განმარტავს ჟურნალისტებთან, არც პიროტექნიკის გამოყენება და არც სტიკერების გაკვრა, არაა კანონით აკრძალული, რომ ეს უბრალოდ, პოლიციელების ტყუილია.

დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე მანანა მიქავა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამ წუთებში სიტუაცია განიმუხტა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!