- 26 მაისს, უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს, აქციის მონაწილეები, “სკეიტ პარკის” ტერიტორიაზე შეიკრიბდნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მოეწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.
მსვლელობის შემდეგ, აქციის მონაწილეები, წუთით შეჩერდნენ ზვიად გამსახურდიას ძეგლთან და პატივი მიაგეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
დღეს, აქციის მონაწილეთა მთავარი ტრანსპარანტის წარწერა იყო: ”ვიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას”.
ზოგადად კი, მოქალაქე აქტივისტების, გამომსვლელების მოთხოვნები უცვლელია: ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება, აქციებზე დაპატიმრებულთა გათავისუფლება.