პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრი ესებუას ხმები იდენტურია


  • “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, რომელმაც ბადრი ესებუასა და „საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ხმა ერთმანეთს შეადარა. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელისა და ესებუას ხმები იდენტურია.

“ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოვიკვლიეთ, დღეს დავკითხეთ ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის ხმა არის იდენტური იმ საკვლევი ნიმუშებისა, რომლებიც წარდგენილი იყო, ეს გახლავთ ბატონ ავთანდილ გალდავასთან საუბრის დროს ჩაწერილი ხმის ნიმუში, რომელიც დაემთხვა ბრალდებულ ბადრი ესებუას ხმის ნიმუშს, ასევე 112-ში განხორციელებული სატელეფონო კავშირი, ასევე ლევან ჯოჯუასთან ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ხმის ნიმუში და აღმოჩნდა, რომ ბადრი ესებუა ესაუბრებოდა მას,“- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ესებუას უფლებადამცველების შუამდგომლობა ხმის ნიმუშების გამოთხოვის შესახებ, რათა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარებულიყო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარეც და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

,,დაცვის მხარე ითხოვდა უკვე დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულების ხელახლა დასაშვებ მტკიცებულებად ცნობას, რაც შეუძლებელია სსსკ-ით. სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ანალოგიური პოზიცია გამოხატა ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე სასამართლო განხილვის ეტაპზე. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ერთხელ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულება შეუძლებელია კვლავ იქნეს განხილული და მეორედ მოხდეს მისი დასაშვებობა,“- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ბრალდების მხარემ დღეს ასევე გამოიკვლია გარკვეული სახის ნივთიერი მტკიცებულებები.

“პირველ რიგში ეს გახლდათ სუნის ნიმუშები უშუალოდ ბრალდებულისგან აღებული და შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშები, ავტომანქანიდან აღებული მანქანიდან აღებული სუნის ნიმუში, ანუ ეს ის ავტომანქანაა რომლითაც ბრალდებული მივიდა ,,საქართველოს ბანკის“ შენობამდე. ასევე გამოკვლეულ იქნა კიდევ ერთი ავტომანქანიდან აღებული სუნის ნიმუშები, ეს ის ავტომანქანაა, რომლითაც ბრალდებული მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა“, – განაცხადა მირანდა წერეთელმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!