- დღეს, ასოციაცია “დეას” ოფისში, გაიმართა პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და გამოვლენილი პრობლემების რეკომენდაციებზე.
შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროკურატურის 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესახებ, საბოლოო ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, მონიტორინგის, ალტერნატიული ანგარიშების პრეზენტაცია და დისკუსია პრეზენტაციის ირგვლივ.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” ფარგლებში.
პროექტის ძირითადი განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.