პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა


  • საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციით დაკავებულ პირებზე სისტემატიურად ახდენდა სასტუმროს ოთახების გადაცემას. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში, პროსტიტუციაში ჩაბმული პირები გამომუშავებული თანხის ნაწილს ფართის მფლობელს აძლევდნენ.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!