პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა


  • საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!