ქალაქში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის მშენებლობამ რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მოსახლეობა მოასფალტების და ორმოების ამოვსებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საკრებულოში, შეხვედრა გაიმართა პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, გაერთიანებული წყალმომარაგეობის სისტემის და კომპანია „ას -ენშაათ- ნი- ს წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოისმინეს მოსახლეობის პრობლმები. მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩებში გადაადგილება უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, მანქანაც დაემტვრათ. ისინი ითხოვენ პრობლემების დროულად მოგვარებას.
პრესოვკა მახარაძის უბნის დეპუტატის თაზო ფაცაციას თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით გარკვეულმა ფაქტორებმა იქონიეს ზემოქმედება. „ეს განპიროვნებულია კლიმატური პირობებით. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, ძლიერი ყინვების შედეგად შეჩერდა სამუშაოები. როგორც კი დათბება სამუშაოები, განახლდება და თვალს მივადევნებთ’’. დეპუტატის თქმით, ეს ეხება გამსახურდიაა ქუჩას და თავისუფლების ქუჩას, სადაც მდებარეობს სასწრაფო დახმარების ცენტრი და საავადმყოფო. ეს ეხება სოფელ ნარაზენის დამაკავშირებელ გზას, თავისუფლების ქუჩას, სადაც მიმდინარე სამუშაოები უამინდობის მიზეზით შეჩერდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=GcgklUTQ6Rk[/embedyt]
წყალმომარაგეობის პროექტის მენეჯერი ფაზიკ ნაზაროვი ამბობს, რომ სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა. ისინი 20 თებერვალს წარადგენენ ახალ სამუშაო გრაფიკს და ზუსტად ეცოდენებათ სად და როგორ იმუშავებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RuyE6cLCi9c[/embedyt]