პრესკონფერენცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისში


დღეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე, მან ისაუბრა ორგანიზაციის ახალ პროექტზე, რომელიც გულისხმობს მათი ინიციატივით შექმნილი ადგილობრივი, სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას.

მისი ინფორმაციით, საბჭოები ჰყავთ ზუგდიდში, რომელიც შედგება სხვადასხვა სოფელში და ქალაქში მაცხოვრებელი მოქალაქეებისაგან. “მათ გამოავლინეს რიგი პრობლემებისა, რომელთა განხორციელებას მოსახლეობა მოითხოვს მუნიციპალიტეტისგან მიმდინარე წელს. სწორედ ეს წინადადებები შევთავაზეთ ჩვენ დღეს, ზუგდიდის მერიას და საკრებულოს.” -უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თოდუამ. მისი თქმით, პრობლემების უმრავლესობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პრობლემები.

სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ, გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით, მოქალქეები ითხოვენ ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებას, დადიანების სასახლის მიმდებარედ არსებული ატრაქციონების მოწესრიგებას. მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს გზის საფარის მოასფალტებას და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ზუგდიდში, გასამართია შუქნიშნების უმრავლესობა, გადაშლილია ზებრა-გადასვლელების უმრავლესობა. ანალოგიურს ამბობენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ გზების, საბავშო ბაღების, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერიას და საკრებულოს, გაითვალისწინონ მოქალაქეთა ინტერესები და ასახონ ისინი მომდევნო წლის ბიუჯეტში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!