პრემიერ-მინისტრმა მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დანიშნა


  • საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ვითარებაში იყოთ მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ ვიცე-პრემიერი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + 14 =

Akismet ანტისპამი