- მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.
“დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება”, – მიმართა პრემიერმა საბჭოს.