პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრება და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება. პირველ რიგში, პრემიერი სოფელ ცაიშში კომპანია stimor associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოს“, ფარგლებში ორი მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად და აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ზუგდიდის ცენტრში , გუბერნიის გვერდზე, MCDONALD,s გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ კულტურულ ძეგლების ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს. პრემიერი ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. რეგიონში სტუმრობისას ის სოფელ რუხში ჩავა, სად მშენებარე მულტიფუნქციურ საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.