«ქართული ოცნების» ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე ჩამოსულ კახი კალაძეს «ცენტრალური სუპერმარკეტის» მოვაჭრეთა სახელით წერილი გადასცა «სუპერმარკეტის» დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ. ქალბატონი ნონა ამბობს, რომ მოვაჭრეებს ჰქონდთ ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში პრემიერი ჩამოდიოდა და მოამზადეს წერილი, რომელსაც 52 ადამიანი აწერს ხელს.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rXrQ5z2LVKM[/embedyt]
“ველოდებოდით პრემიერს, მაგრამ ვიცე პრემიერს მოვახსენე „სუპერმარკეტში“ არსებულ მდგომარეობაზე და ტენდერში გამარჯვებულ შ.პ.ს.“ლონდასტერზე’’. წერილშიც ყველაფერი განმარტებულია. დიდი იმედი მაქვს, მთავრობა აუცილებლად განიხილავს ჩვენს პრობლემას და უყურადღებოდ არ დატოვებს ამ ადამიანებს. მე 22 წელია სუპრმაკრეტში ვმუშაობ, ძალიან მაღელვებს აქ დასაქმებულთა მდგომარეობა და ბოლომდე დავდგები მათ გვერდზე.”-უთხრა “ზუგდიდელები.გე”-ს ნონა ნიჟარაძემ.