პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერების შეხვედრებზე


ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერების მორიგი შეხვედრა გაიმართა. დღეს, მოქალაქეებს “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის მხარდამჭერები შეხვდნენ. შეხვედრაზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ.

მათ ისაუბრეს დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამაზე და განმარტეს, თუ რატომ უჭერენ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს. ახალგაზრდების თქმით, “ევროპული საქართველო” არის, ახალი გზა მომავლის, პარტიაში არიან გამოცდილი და განათლებული ადამიანები, ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულია სტუდენტების დაფინანსება პრეზიდენტის ფონდიდან და დავით ბაქრაძეს აქვს კონკრეტული ხედვები ემიგრანტების დაბრუნების და დასაქმების მიმართულებით.

მოგვიანებით, შეხევდრა გაიმართა “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერებთან. მათ ისაუბრეს, თუ რატომ უჭერენ მათ კანდიდატს მხარს. მათი განმარტებით, გრიგოლ ვაშაძე არის პოლიტიკოსი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გრიგოლ ვაშაძე არის სახელმწიფობრივად მოაზროვნე, ერუდირებული, გამოცდილი და კომუნიკაბელური პიროვნება. მათი თქმით, გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში საქართველოს ეყოლება ღირსეული მთავარსარდალი.

დღესვე, მოქალაქეებს შეხვდა “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერები. მათ შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს თუ რატომ უჭერენ დავით უსუფაშვილს მხარს. მათი განმარტებით, ქვეყანა ჩიხში და კრიზისში იმყოფება და მათ კანდიდატს აქვ, კარგად ჩამოყალიბებული არგუმენტები, როგორ შეიძლება გამოვიდეს ქვეყანა ღრმა, კრიზისული მდგომარეობიდან. მხარდამჭერების თქმით, დღევანდელ რეალობაში, დავით უსუფაშვილი არის ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეუძლია საქართველოსთვის საქმის გაკეთება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი საარჩევნო მედია ცენტრის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებით, მართავდა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საპრეზიდეტო კანდიდატების მხარდამჭერთა შეხვედრების ციკლს.

შეხვედრების მიზანი იყო საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!