- საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია.