ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ზუგდიდელებს საჯარო განხილვაში აქტიური ჩართულობისათვის.
„იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები, ბუნებრივია არ ეხებოდა მხოლოდ კონსტიტუციას, იყო ფართო სპექტრის შეკითხვები, ესეთი დისკუსიები ყოველთვის ენერგიის და ინტერესიის მიმცემია პოლიტიკოსისთვის.“ პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საჯარო განხილვაში საზოგადოების მაღალ ჩართულობაზე. “გადავსებული დარბაზი მეტყველებს ძალიან მაღალ ინტერესს ჩვენი საზოგადოებისა ამ საკითხების მიმართ. შესაბამისად, ასეთი დისკუსიები უნდა გავაგრძელოთ ინტენსიურად, არა მარტო ზუგდიდში, არამედ, ყველა ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება შევკრიბოთ ხალხი, იქნება სოფელი, ქალაქი, დაბა. ჩვენ უნდა შევხვდეთ მოსახლეობას.“ განაცხადა პრეზიდენტმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3NgjSY07XWE[/embedyt]