- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების”.-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.