პრეზიდენტი: მოილოცეთ ზუგდიდი და მცხეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი


  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ზუგდიდში ვლაქერნობას ესწრებოდა, დღევანდელი დღესასწაული მრევლს მიულოცა და აღნიშნა რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური ტურიზმის განვითარება.

“სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ვლაქერნობის უდიდესი დღესასწაული. ზუგდიდი და მცხეთა არის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. მოვუწოდებდი ყველას, რომ  ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვთისმშობელის კვართი არის ჩვენთვის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს სხვათაშორის, აფხაზეთთან.

ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. ჩვენ გვაქვს უამრავი  წმინდა ადგილი საქართველოში. საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრირქომ. ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით”-განაცხადა პრეზიდეტმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!