- კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.