- “არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება”, –26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ასე შეაფასა ოპოზიციონერებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
“მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.