- ამ წუთებში, სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები არიან შეკრებილები და აპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამეგრელოში ვიზიტს.
“ია კერზაია შენ მოკალი. შენ ხარ მკვლელი”, “მონა ხვდება მონებს”, “ომი საქართველოს არ დაუწყია”, ამ შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ აქციის მონაწილეებს.
დღის 2 საათზე, ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში დაგეგმილი იყო პრეზიდენტის შეხვედრა გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტის დაგვიანების გამო, შეხვედრა ჯერ დაწყებული არ არის.