- მოქალაქე სოფო კახიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ზუგდიდზე პოსტს აქვეყნებს:
“ზუგდიდს ნაცრისფერს,
ზუგდიდს გზებგადათხრილს,
ზუგდიდს მევახშეების ბუდედ ქცეულს,
ზუგდიდს ხალხისგან დაცლილს,
ზუგდიდს ნასახლარ სახლებ შემოპარულს.
ზუგდიდს თურქეთში შვილებგადახვეწილს,
თხილის სეზონზე,
ჩაის სეზონზე.
ზუგდიდს ამაყს და
ზუგდიდს ბედნიერს.
უპრესპექტივოს,
ძმა ლაზიკაზე მეოცნებეს,
სევდიანი ანაკლიის სანაპიროს მესაკუთრეს.
ვერადა ვერ ვეღირსეთ ცხელ ტურისტებით სავზე ზაფხულს.
მაგრამ მაინც იმედი გვაქ მიბმული სულში,
მანამ სანამ მიშიკოს დროინდელი შადრევანი შხეფავს ტროტუარს.
სიამაყეს ვინ მამაძაღლი წაგვართმევს.
ამაყად ვაჭრუკანებსაც დავცქერით თხილის ტომარას რომ ეგრეთწოდებულად დაუშტირავს ხალხს.
მერე დაუჩაქუჩებს,
მერე გაურჩევს,
მერე დაუთვლის
მერე ისეთ ფასს შესთავაზებს რომელიც
არამარტო მას
არამედ ბებიამისაც რომ მოუტანს
სარგებელს.
უსარგებლო მხოლოდ ღარიბი ხალხის ღიმილია არაფრის მომტანი და სატირალი.
ასე რომ ღადაობას ზუგდიდეებზე ვინ ოხერი გაბედავს
ყველას მივხვრიტავთ ინტელექტუალურად.
არავინ გაბედოს ხმის ამოღება წინასაარჩევნო გულისწასვლებზე.
ზუგდიდოო ჩემო სამეგრელოს მუდმივო კულტურულო ცენტრო.
ზუგდიდო არაჩვეულებრივი პეწის მქონე მოსახლეობით.
ზუგდიდო მუდამ გამორჩეულო
მე შენ მიყვარხარ შენი გამორჩეული ისტორიით და იმედიანი მომავლით.
სიყვარულით სოფიო”.