”პოლიციელების კაზანტიპი”- ასე აფასებენ ფესტივალს სტუმრები. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ”კაზანტიპი” არასდროს უნახავთ, აქ ყველაფერი იზღუდება, მათ შორის ჩვეულებრივი კოცნაც. სტუმრები აცხადებენ: ,,შეყვარებულს რომ ვაკოცო, პოლიციელები მოვლენ და დეპორტით გამომიშვებენ… ეს კაზანტიპის სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია.” ”წარმოდგენა არ გვაქვს რატომ დაგვაკავეს. გუშინ კარგი მუსიკა იყო, ბევრი დავლიეთ და შემდეგ ვცეკვავდით.” ”პოლიციამ გვითხრა, რომ კოცნა აკრძალულია, რის შემდეგაც ჩვენ კოცნა შევწყვიტეთ… ეს არ ჰგავს ნამდვილ კაზანტიპს…” რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფესტივალს მხოლოდ სამი წესი აქვს, მაგრამ საქართველოში მას რამდენიმე პუნქტი დაემატა, რის გამოც სტუმრები უკმაყოფილონი არიან და ეს ნორმალურიცაა…