პოლიტიკოსების სამაგიდო წიგნები


  • რთულია დაიჯერო, რომ ყველა ამ ადამიანს რჩება დრო წიგნების წასაკითხად. გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსების საყვარელი წიგნების ჩამონათვალს:

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა
მიუხედავად მუდმივი დაკავებულობისა, ბარაკ ობამა ახერხებდა დროის გამოძებნას წიგნების წასაკითხად. ახლა, როდესაც მან პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპს დაუთმო, მას ამისათვის უფრო მეტი დრო ექნება. 55 წლის პოლიტიოკოსის განცხადებით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ წიგნი საინტერესო და შემეცნებითი იყოს. აი რამდენიმე წიგნი, რომელიც მან ბოლო დროს წაიკითხა: რონ ჩერნოუს „ვაშინგტონი: ცხოვრება“, პულიცერის პრემიის ლაურეატის ენტონი დორის „მთელი უხილავი სინათლე“, ჯეიმს სოლტერის „ყველაფერი, რაც არის“ და ელისაბედ კოლბერტის „მეექვსე გადაშენება“. ამასთან, ობამა დიდი სიამოვნებით კითხულობს კლასიკურ ნაწარმოებსაც: მარკ ტვენს, ერნესტ ჰემინგუეის, გერმან მელვილს და ალექსანდრე სოლჟენიცინს. ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, მწერალ ლორენ გროფის რომანი იყო სახელწოდებით “Fates and Furies“.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი  
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი წიგნების დიდ მოყვარულად არასდროს ითვლებოდა, სანამ კარლა ბრუნი სერიოზულად არ დაკავდა მისი იმიჯით. მაშინ ნიკოლა გამოტყდა, რომ მისი საყვარელი წიგნია სტენდალის კლასიკური რომანი “წითელი და შავი”. საინტერესოა, რომ გარკვეული გულგრილობა წიგნების მიმართ არ უშლის სარკოზის მეგობრობას მწერალ მიშელ უელბეკთან.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

მისი თქმით, დოსტოევსკის რომანი „ძმები კარამაზოვები“ მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წაიკითხა. მაშინვე ჰილარიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომანის მთავარმა გზავნილმა: „ადამიანის რწმენა, რომ მხოლოდ ის არის ყველაფერში მართალი – საშიშია“. ასევე, პოლიტიკოსს უყვარს ელის მანროს მოთხრობები.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი
კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ბრიტანეთის 75-ე პრემიერ-მინისტრი საყვარელ წიგნებს შორის პოეტის და რომანისტის რობერტ გრეივზის მემუარებს ასახელებს. წიგნის სახელწოდებაა „დავემშვიდობოთ ამ ყველაფერს“ და ის 1929 წელს არის დაწერილი. რომანში მწერლის ბავშვობა და სიჭაბუკის წლები, ასევე პირველი მსოფლიო ომის სისხლიანი მოვლენებია აღწერილი. თავად მწერალი ამ ომის მონაწილე იყო და ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ გრეივზმა ხანგრძლივი ცხოვრების გზა გაიარა (ის 1985 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა), მას სიცოცხლია ბოლომდე ტანჯავდა სიზმრები, რომლებშიც საკუთარ თავს ბრძოლის ველზე ხედავდა. მისი წიგნი – ეს არის ომი ყველანაირი შელამაზების გარეშე: მომწავლავი გაზის გამოყენება, პანიკური შპიონომანია, ოფიცერთა სულელური ბრძანებები, დაღუპულთა გვამები და ა.შ.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი
ერთხელ ბილ კლინტონს წამოცდა, რომ მისი სამაგიდო წიგნია გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“. თავად მწერალმა, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ირონიით დაწერა: „ვფიქრობ, რომ მან ეს იმიტომ თქვა, რომ ლათინოამერიკელების ხმები მიეღო“, თუმცა კლინტონთან პირადი შეხვედრის შემდეგ მარკესმა საკუთარი აზრი შეცვალა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
მიუხედავად იმისა, რომ მას რკინის ლედის იმიჯი აქვს, გერმანიის კანცლერისთვის არ არის უცხო ყველაფერი ის, რითაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, რთულია ერთმანეთს სახელმწიფო საქმეები და წიგნების კითხვა შეუთავსო, მაგრამ ზოგჯერ მას ეს გამოსდის. ანგელა მერკელის განცხადებით, მის საყვარელ ავტორად იქცა პოეტი-დისიდენტი რაინერ კუნკე, რომელიც პოლიტიკოსმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!