დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის სპიკერმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და საარჩევნო კამპანიის ფინანსებზე.მისი თქმით, დაფინანსების თვალსაზრისით, ქვეყნები, მსოფლიოში, რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ. არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ პარტიები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. “შესაბამისად სახელმწიფო თავისი ბიუჯეტით იღებს ვალდებულებას, რომ ჩადოს პოლიტიკაში ფული, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიები საჯარო სივრცეში არიან ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რეალურად პოლიტიკური პარტიები შემდეგ წყვეტენ ქვეყნის მომავალს და ბედს, ამიტომ სახელმწიფოს ურჩევნია, რომ თვითონ მისცეს პარტიებს ფული და დარწმუნებული იყოს, რომ ეს არის სუფთა ფული, და არ დაიწყებენ ვაჭრობებს სხვადასხვა პირებთან, თუ ბიზნეს ორგანიზაციებთან”. შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაწილი ფულისა, პოლიტიკაში არის გაუმჭირვალე, არადეკლარილებული. “დიახ, ყველა აღიარებს, რომ არსებობს და მოძრაობს პოლიტიკაში ფული, რომელიც არ არის დეკლარილებული და არ არის გამჭირვალე.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QBiiWjkOO38[/embedyt]