- ზუგდიდთან დამეგობრებული ქალაქ პოკროვსკის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა დილიდან მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, “ზუგდიდი მოლში” სხვადასხვა აქსესუარებია გამოფენილი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთები.
საქველმოქმედო აქცია “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ორგანიზებით ტარდება.
გამოფენა-გაყიდვა 22 საათამდე გაგრძელდება.