პოეზიის საღამო ბიბლიოთეკაში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა პოეტების: თემურ ელიავასა და გიორგი ბალახაშვილის პოეზიის საღამო. მათ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს თავიანთი ბოლო დროინდელი ლექსები.

მანანა გვარამია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი: „ მოხარულები ვართ, რომ ეს საღამო იმართება ჩვენს ბიბლიოთეკაში, ღონისძიების ინიციატორი  თემურ ელიავა გახლავთ. საზოგადოებისა და ახალგაზრდების სიმრავლე მოწმობს იმას, თურამდენად   პოპულარულები არიან ეს ახალგაზრდები.”

გიორგი ბალახაშვილი, პოეტი: „ დღეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ  ქალაქში მიწევს  ჩემს მეგობართან, თემურ ელიავასთან ერთად, საღამოს გამართვა. აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან, მეც ვცდილობ ერთგვარად განვაახლო რეპერტუარი”.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!