პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეიდან იწყება


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე, დასრულდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

(საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf )


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × four =

Akismet ანტისპამი