პირველი სატელევიზიო ანტენა ზუგდიდში


  • პირველი სატელევიზიო გადაცემის მიღება ზუგდიდში 1960 წელის ივლისში მოხდა.

გაზეთ “მებრძოლში” გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟურნალისტი დათო ჭანტურია აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა მივლინებიდან კომბინატის მექანიკური საამქროს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი ქვარცხავამ ტელევიზორი, როგორ დასცინოდნენ მეზობლები ამ უმოქმედო ნივთის შესაძენად ფულის გადაყრის გამო.

2 წელი იწვალა გიორგი ქვარცხავამ, რომ მისი ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება გამოჩენილიყო. ჯერ იყო და 10 მეტრიანი ანძა აღმართა მეუნარგიას ქუჩის თავზე, საკუთარ ეზოში, შემდეგ ოთხი მეტრი დაამატა, მაგრამ სანამ ანძა 23 მეტრი არ გახადა, ვერ მიაღწია მიზანს.

1960 წლის ივლისში კი, მის ტელევიზორში გამოსახულება გამოჩნდა. გადაცემებს იღებდნენ მოსკოვიდან, სოჭიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან.
ტელეგადაცემების ამბავი სწრაფად გავრცელდა ქალაქში, ზუგდიდელები მიდიოდნენ ქვარცხავების ოჯახში ტელევიზორის სანახავად და გადაცემების საყურებლად. ასე ნახეს მათ ფეხბურთის ტრანსილაცია პარიზიდან და სოჭიდან “დაჭერილი” კინოფილმი “ინჟინერ კოჩინის შეცდომა.”
გიორგი ქვარცხავა კომბინატის მექანიკური საამქროს უფროსი იყო, პროფესიით ინჟინერი. 1960 წლის ივლისი კი, ზუგდიდში პირველი სატელევიზიო გადაცემის მიღების თვედ ითვლება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!