პოლიეთილენის პარკებთან შედარებით ბიოპარკების შეძენა შედარებით ძვირი ეღირება. როგორც ცნობილია, 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად იკრძალება, რის ფარგლებშიც პლასტიკის პარკები სწორედ ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება. პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ იქნება.
ბიოდეგრადირებადი პარკები, ბუნებაში, სრულად და სწრაფად იშლება და იმ პრობლემებს არ წარმოქმნის, რასაც პლასტიკის პარკები.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.