- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება, განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
16 ივლისი:
ქართული ენა და ლიტერატურა – ერთიანი ეროვნული გამოცდები.
17 ივლისი:
მათემატიკა – ერთიანი ეროვნული გამოცდები;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) – მასწავლებლის საგნის გამოცდა;
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – მასწავლებლის საგნის გამოცდა;
მათემატიკა (I-VI) – მასწავლებლის საგნის გამოცდა;
სამოქალაქო განათლება – მასწავლებლის საგნის გამოცდა.
გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას 08:00 საათზე.
უწყების ცნობით, სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.